50-მდე აქტივისტის საჩივარი პროკურატურაშია - დაადებენ თუ არა ხელბორკილს საქალაქო სასამართლოს მანდატურებს?
სასამართლოს მანდატურების უფროსი, დავით მატიაშვილი, რომელიც ათობით ქალი აქტივისტის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშია მხილებული, ამ დრომდე არ დაკითხულა. მატიაშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაურბის, მაშინ როცა პროკურატურა მის წინააღმდეგ ჩვენებებს აგროვებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. დაზარალებულები, დაახლოებით 50 ქალი აქტივისტი, აცხადებენ, რომ მატიაშვილის ხელმძღვანელობით მანდატურები მათ სასამართლოს შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერად შეურაცხყვეს.
დაზარალებულები საათობით იკითხებიან პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, თან მიაქვთ ფოტო და ვიდეომტკიცებულებები, სადაც კარგად ჩანს სისხლჩაქცევები და სილურჯეები, რომლებიც მათ მატიაშვილისგან ძალადობის შედეგად მიადგათ.
გამომძიებლებმა უკვე გამოითხოვეს სასამართლოს შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა, როგორც აქტივისტები აცხადებენ, სისტემა მონაცემებს ყოველ 14 დღეში შლის, რის გამოც ძალადობის ამსახველი მასალების მოძიება შესაძლოა შეუძლებელი გახდეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.