შეცვლილი ლოკაციით და უცვლელი იდეით - მამა დოროთე, მრევლის მხარდაჭერით, ქადაგებებს აგრძელებს

02.11.25 20:26
შეცვლილი ლოკაციით და უცვლელი იდეით - მამა დოროთე, მრევლის მხარდაჭერით, ქადაგებებს აგრძელებს

ქვემო ბეთლემის ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, რომელიც წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს, დღეს მრევლს ქადაგებით სამების საპატრიარქო ტაძრიდან მიმართა. სხვა ტაძრიდან, მაგრამ იგივე იდეით - მამა დოროთემ აღნიშნა, რომ ყველა წინააღმდეგობა დაძლევადია, როცა ადამიანი სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს დგას.

მისი ქადაგება კვლავ შეეხო მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნისა და ძალადობის თემას, რაზეც, როგორც თავად ამბობს, ეკლესიას მორალური თვალის დახუჭვის უფლება არ აქვს. არქიმანდრიტის თქმით, რუსეთი და მისი ინტერესების გამტარებელი „ქართული ოცნება“ საქართველოს სულიერ და თავისუფალ გზას საფრთხეს უქმნიან.

მრევლი, რომელიც დოროთე ყურაშვილს ქვემო ბეთლემის ტაძრიდან მოჰყვა, დღესაც მის გვერდით დგას.

„ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში კეთილსინდისიერი სასულიერო პირების გამო დავბრუნდით, ყველგან მივალთ, სადაც ისინი იქნებიან,“ — აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მამა დოროთეს მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობენ.

მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ დაამარცხებს მართალ ადამიანებს, რადგან მამა დოროთე ბევრისთვის იქცა სიმართლისა და სულიერი წინააღმდეგობის სიმბოლოდ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები