იზოლატორებიდან გათავისუფლებული აქტივისტები პროტესტს უბრუნდებიან
სლოგანებითა და აპლოდისმენტებით დახვდნენ დღეს მეგობრები, ოჯახის წევრები და თანამებრძოლები ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს - აქტივისტებს, რომელთაც სასამართლომ გზის გადაკეტვის გამო 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლებულებს მხარდაჭერა ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან გამოუცხადეს სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა და თანამოაზრეებმა.
ორივე აქტივისტის თქმით, ისინი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ და უკვე ფიქრობენ ბრძოლის ახალ ფორმებზე. ზეწოლის მიუხედავად, მათი განწყობა უცვლელია: „ბოლო დღემდე გავაგრძელებთ ბრძოლას“, - აცხადებენ ისინი.
გათავისუფლებული აქტივისტების მხარდასაჭერად იზოლატორთან მივიდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც თავად გამოსცადეს „ქართული ოცნების“ ახალი რეპრესიული კანონის შედეგები. მათივე თქმით, "ოცნების" ხელისუფლების მიზანი არის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ჩახშობა, თუმცა მოძრაობის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუჩას არ დატოვებენ, სანამ ერთი წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ბრძოლა ლოგიკურ შედეგამდე არ მივა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.