უწყვეტი პროტესტის 340-ე დღე - თბილისში დედების მარში იმართება
უწყვეტი აქციების დაწყებიდან 340-ე დღესაც მოქალაქეები ქუჩაში არიან და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. თბილისის ცენტრში ამ წუთებში ქალების მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილე ქალები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დედების ხმა ყველას ესმოდეს.
ეს არა მარტო ჩვენი, პატიმრების დედების მარშია, არამედ ყველა დედის მარშია, იმიტომ, რომ აპატიმრებენ დედებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ სახლში. ასეთი მარშები უნდა გაკეთდეს ხშირად. დედის ხმა უნდა გაიგონოს ყველამ!, - ამბობს მარიზი კობახიძე.
მსვლელობაში მონაწილეობს პატიმორბიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ნინო დათაშვილიც.
დედების მარში ტრადიციულად პარლამენტთან დასრულდება, სადაც საპროტესტო მანიფესტს წაიკითხავენ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.