აქტივისტები ვერიკო ზამთარაძე და ლევან ბუტიკაშვილი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

02.11.25 20:42
აქტივისტები ვერიკო ზამთარაძე და ლევან ბუტიკაშვილი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

აქტივისტები ვერიკო ზამთარაძე და ლევან ბუტიკაშვილი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა. იურისტები გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ შსს-მ დამაჯერებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რაც დაადასტურებდა, რომ აქტივისტების მხრიდან რაიმე კანონდარღევას ჰქონდა ადგილი.

ინტერესების დამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ ახალი კანონი რეპრესიულია და აქციის მონაწილეების დაშინებას ემსახურება.

პოლიციელები აძლევენ გარვეულ დროის მონაკვეთს იქ მყოფ ადამიანებს, რომ გადავიდნენ გზაზე და შემდგომში უდგენენ სამართალდარღვევის ოქმს, რადგან იციან, რომ ამ ოქმს აუცილებლად მოყვება პატიმრობა, რადგან ეს კანონი, რომელიც არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ამას ემსახურებიან. იმ კადრში უკვე იყო გადაკეტილი ჯაჭვის ფორმით ადამიანების მიმართ გზა და ლევანი უერთდება რამდენიმე წუთის შემდეგ ამ ხალხის ჯაჭვს. როგორც კი პოლიციის თანამშრომლები დაიძრნენ იმ მიმართულებით, რომ ხალხის მიმართ მოწოდებაც კი არ ჰქონიათ, მაშინვე იშლება ეს ჯაჭვიც, - ამბობს ლევან ბუტიკაშვილის ადვოკატი. 

ამ წუთებში მოსამართლე ჩაგუნავა სერგეი ყანჩელის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები