დედების მარში რუსთაველზეა - წაიკითხეს მანიფესტიც
დედების მარშის მონაწილეები უკვე რუსთაველის გამზირზე არიან. პროტესტის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ წაიკითხეს მანიფესტიც, რომლის მთავარი შინაარსიც იყო ის, რომ "ოცნებამ" ქვეყანა სინდისის პატიმრების დედების და დაპატიმრებული ქალების ქვეყნად აქცია.
მანიფესტი მსახიობმა ეკა დემეტრაძემ წაიკითხა.
ქართველ ქალებს ყოველთვის რთული და დიდი ქარტეხილები ჰქონდათ თავზე. ქართველი ქალი ყოველთვის იყო სიმბოლო გამძლეობის, გამარჯვების, თავისუფლებისთვის ბრძოლის და უდიდესი სიძლიერის და ეს დღესაც ასეა. არ აქვს მნიშვნელობა ივანიშვილი იქნება თუ რომელიმე პარტია, როდესაც ასეთ ტოტალურ უსამართლობაში ვართ, ყოველთვის საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი დატვირთვა და სიმძიმე დედების თავზე გადადის, იმიტომ, რომ დედებს შვილები ციხეებში ჰყავთ. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ამ შეუპოვარი დედების ყურებაა და ასევე მოტივაციის მომცემიც. მე მგონია, რომ ჩვენ, ქართელმა ქართველებმა უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, - ამბობს მსახიობი ეკა დემეტრაძე.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.