ანასტასია ზინოვკინას საქმეში ორგანიზაცია “საფარი“ ერთვება

03.11.25 11:44
ანასტასია ზინოვკინას საქმეში ორგანიზაცია “საფარი“ ერთვება

ანასტასია ზინოვკინას უფლებებს ორგანიზაცია “საფარიც“ დაიცავს. დღეს ორგანიზაციის იურისტი პირველად მოინახულებს მსჯავრდადებულს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

ზინოვკინას ზურგის ტკივილები აწუხებს, თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებაში საჭირო მკურნალობას ვერ იღებს. უჭირს გაადგილება. ის თვეებია ციხის ადმინისტრაციისგან სპეციალურ მატრასს და ბალიშს ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

იურისტი, რომელიც იზოლატორში შესვლას აპირებს, ამბობს, რომ პირადად სურს მისგან მოისმინოს განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის და სექსუალური ძალადობის ფატების შესახებ.

ამის შემდეგ, ჩვენი ჩართულობით, ვუზრუნველვყოფთ, მიმართვის და მოთხოვნის გაგზავნას, შესაბამის უწყებაში, რათა დაწყებულ იქნეს გამოძიება შესაბამისი პირების მიმართ, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს ძალადობრივი ქმედება, ანასტასიას ჩხრეკისას და დაკავებისას. სამართლიანი მართლმსაჯულების და სამართალდამცავი უწყების ფონზე, აღნიშნული ფაქტები, უნდა გამხდარიყო საფუძველი გამოძების დაწყების, - ამბობს “საფარის“ იურისტი, ნინო ანდრიაშვილი. 

მის მიმართ არაადამიანურ მოპრყობაზე საუბრობს ადვოკატი, დარია სამადუროვა. ის ამბობს, რომ ზინოვკინას მიმართ ციხის თანაშრომლების მხრიდან არანაირი ემპათია არ არის.

ანასტასიას აქვს ხერხემლის მალებთან დაკავშირებული პრობლემები, ფეხზე ვერ ადგა, წაიქცა. ასეთ სიცივეში ადამიანს მოუწია 8 საათი წოლა ბეტონის იატაკზე. არცერთი ადამიანი, რომელიც აღებდა კარს, ხედავდა, რომ ანასტასია ძირს იყო, არ აყენებდა მას და არ ეხმარებოდა. ეს არის არაადამიანური მოპყრობა. არანაირი ემპათია ციხის თანაშრომლების მხრიდან ანასტასიას მიმართ არ ყოფილა, - ამბობს დავოკატი, დარია სამადუროვა.

ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

 

მსგავსი სიახლეები