რუსთაველის გამზირზე შშმ აქტივისტი ლადო ბეროზაშვილი დააკავეს - ადვოკატი მიზანმიმართულ დევნას არ გამორიცხავს

03.11.25 11:21
რუსთაველის გამზირზე შშმ აქტივისტი ლადო ბეროზაშვილი დააკავეს - ადვოკატი მიზანმიმართულ დევნას არ გამორიცხავს

გუშინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ლადო ბეროზაშვილი. ის შშმ პირია. გამორიცხული არ არის, რომ ბეროზაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდეს, რადგან გზის გადაკეტვის ბრალდებით ის უკვე მეორედ დააკავეს.

ამ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია, რას ედავებიან, ანუ რა ხასიათის სამართალდარღვევის ჩადენას, მაგრამ ფაქტია, რომ ლადო დაკავებულია, არის მოთავსებული დიღმის იზოლატორში. ლადო შშმ პირია და ეს ცნობილია შსს-თვისაც, რადგან ისინი წარმოადგენენ მხარეს ამ საქმეზე და მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურები ლადოს ჯანმრთელობის მდგომარეობის და შშმ პირის სტატუსთან დაკავშირებით გაიმართა. ჩვენ 4 სასამართლო სხდომა გვქონდა ერთ-ერთი საქმის ფარგლებში და ჩემთვის ამ პირობებში კიდევ უფრო წარმოუდგენელია მიზანმიმართულად ხომ ხდება ლადოს დაკავება და დევნა, რადგან სამი პროცესის განმავლობაში, პრაქტიკულად, ჩვენ შსს-ს წარმომადგენლების მონაწილეობით განვიხილეთ ყველა დეტალი და საკითხი. ის არ არის სახდელდადებული და შესაბამისად, და შეუძლებელია მის მიმართ, თუნდაც ამ ყველაზე უსამართლო კანონებით, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, - ამბობს ბეროზაშვილის ადვოკატი თეონა ზაქარაშვილი. 

გუშინვე დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ლევან საგიაშვილი. 

ორივე მათგანი ახლა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია არიან მოთავსებული.

სავარაუდოდ, აქტივისტების სასამართლო პროცესები საქალაქოში დღესვე გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები