"სახლში როგორ ჩერდებით?" - მამა დოროთე ოპოზიციას მიმართავს

03.11.25 11:28
"სახლში როგორ ჩერდებით?" - მამა დოროთე ოპოზიციას მიმართავს

 "სახლში როგორ ჩერდებით როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? - ამ სიტყვებით მამა დოროთე ყურაშვილი ოპოზიციას მიმართავს. სასულიერო პირი "ოცნების" ოპონენტებს მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე გავიდნენ და ხალხის გვერდით დადგნენ.

ან შემოგვიერთდით, ან უკეთესი გზა გვასწავლეთ, - აცხადებს არქიმანდრიტი. 

კითხვა მაქ თქვენთან, ოპოზიციონერნო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, ერთგულნო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რითი ამშვიდებთ სინდისის ქენჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე. დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მეპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატოვეთ საქართველო. გელოდებით დღეს: ან შემოგვიერთდით, ან უკეთესი გზა გვასწავლეთ, - წერს მამა დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები