დანიელ მუმლაძის და გურამ ხუტაშვილის 3-3 წლით პატიმრობა სააპელაციომ ძალაში დატოვა

03.11.25 12:26
დანიელ მუმლაძის და გურამ ხუტაშვილის 3-3 წლით პატიმრობა სააპელაციომ ძალაში დატოვა

2024 წლის დეკემბერში აქციაზე კამერების დაზიანებისთვის დაკავებული დანიელ მუმლაძის და გურამ ხუტაშვილის 3-3 წლით პატიმრობა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. განაჩენი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ გამოაცხადა.

სააპელაციოში ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმებას ითხოვდა, მსჯავრდებულების წარმომადგენლები კი სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

შსს-მ გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ. იგივე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.

ორივე დაკავებულმა ბრალი აღიარა. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახდა. საუბარი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურამ საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა