ქლიავი 109 %, ლიმონი 60%, შოკოლადის ფილა 32% - TOP-10 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა
ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 5.2% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 11.7%-იანმა მატებამ იქონია.
ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები სურსათის ჯგუფს განეკუთვნება. კერძოდ კი ყველაზე მეტად 109%-ით გაიზარდა ქლიავის ფასი, 60%-ით გაძვირდა მსხალი, ასევე 60%-ით ლიმონის ღირებულება.
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შოკოლადის ფილის, კიტრის, ნაყინის და სხვა საქონლის ფასები.
ყველაზე მეტად გაძვირებული TOP-10 პროდუქტი.
- 1. ქლიავი 109%
- 2. მსხალი 60%
- 3. ლიმონი 60%
- 4. მწვანე ლობიო 52%
- 5. კიტრი 50%
- 6. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 43%
- 7. ატამი 39%
- 8. საზამთრო 37%
- 9. შოკოლადის ფილა 32%
- 10. ნაყინი26%