"საერთო გამარჯვებაში მორალური წილი გვაქვს შესატანი" - შიმშილობის მე-7 დღე პარლამენტთან
შიმშილობის მე-7 დღე პარლამენტთან - მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. არაერთი თხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მათთვის არც სასწრაფი დახმარების ბრიგადა გამოუყვია.
პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, რომ დღევანდელი შიმშილობა არის იმავე მორალური და ისტორიული ბრძოლის გაგრძელება, რაც საქართველოში 1989 წლის აპრილში მიმდინარეობდა.
ამ ტიპებთან 1989 წლის აპრილში საზოგადოებაშიმშილობდა არა იმის იმედად, რომ კომუნისტური რეჟიმის ჩინოვნიკებს და მაშინდელ კოლაბორაციონუსტული რეჟიმის წარმომადგენლებსგაუჩნდებოდათ სურვილი, მათთვის რაიმე წყალობა გაეღოთ, არამედ იმის რწმენით, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი. ეს საბედისწერო აღმოჩნდა ამ რეჟიმისთვის. მე არ მგონია, რომ დღეს საქართველო რაიმე ფორმით იმ საფრთხის წინაშე იყოს, რომ ამ კოლაბორაციონისტმა რეჟიმმა მოიგოს და ხალხმა წააგოს. ხალხი ყველა შემთხვევაში მოიგებს, იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გარდუვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი მორალური წილი შეტანილი ამ საერთო გამარჯვებაში. 24 საათიანი უწყვეტ პროტესტს რუსთაველზე აქვს თავისი მორალური და პოლიტიკური დანიშნულება, - ამბობს გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უკვე ერთი კვირაა ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.