“ეკონომიკა “ოცნების“ ჯიბეში ყვავის“ - რას ფიქრობს ხალხი გაძვირებულ პროდუქტებზე
ფასები ისევ გაიზარდა. ქვეყანაში ინფლაციამ 5 პროცენტს გადააჭარბა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მოქალაქეები კატასტროფულ ფასებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის განცხადებები, ეკონომიკის აყვავებასთან დაკავშირებით, უბრალო მოქალაქეებს არ ეხებათ და ალბათ მხოლოდ ბიუჯეტში და მათ ჯიბეში ყვავის.
ბაზრიდან მოვდივარ და კატასტროფული ფასებია, ისეთია, რომ ადამიანი ელემენტარულად ხილსაც ვერ იყიდის. როგორ შეიძლება ეკონომიკა ყვაოდეს, როდესაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ხალხი გაიქცა. საზღვარგარეთაა ყველა, აღარავინ დარჩა თბილისში, უკვე ოჯახებიანად გადიან. არ ვიცი, ჩვენ საქართველოს რა ეშველება. ეკონომიკა ყვავის, ჩვენთვის არა, ეკონომიკა ალბათ ყვავის ბიუჯეტში და ჯიბეში. არ მეგულება მსოფლიოში მთავრობა, როდესაც ხალხი ასეთ მდგომარეობაშია, გამოდი და დაელაპარაკე ამ ხალხ, - ამბობს მოქალაქე.
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პენსიონერები. მათი თქმით, შვილების და ახლობლ;ების დახმარების გარეშე საკვების და წამლების ყიდვაც კი უჭირთ.
ძალიან ძვირია ყველაფერი, თუ პენსიონერი ხარ და შვილები არ გეხმარებიან, ვერაფერს აკეთებ. ვერ ჭამ ისეთ საკვებს, რომელიც გჭირდება, ხორცს როდის ჭამს ადამიანი, კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო თუ იყიდე, ეგეც კარგი იოლას გახვალ. წამლებზე უარესია, გუშინ გულის და თვალის 2 წამალი ვიყიდე, 105 ლარი მივეცი, - ამბობს კიდევფ ერთი ადგილობრივი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პროდქუტების ფასი არასტაბილურია და დღითიდღე იმატებს და იმატებს, რაც ხელფასების ფონზე, უკვე ძალიან მაღალია.
“ხელფასების მატება არ ხდება, ფასები კი იმატებს და იმატებს“,- ამბობენ ისინი.
ცოტა ხნის ნინ, საქსტატი ინფლაციის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, წლიურ ჭრილში, ინფლაციამ 5,2% მიაღწია, რაც წლევანდელი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:
- ხილი და ყურძენი (21.0 პროცენტი),
- ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4 პროცენტი),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2 პროცენტი),
- თევზეული (16.9 პროცენტი),
- ზეთი და ცხიმი (13.9 პროცენტი),
- პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი),
- ყავა, ჩაი და კაკაო (10.2 პროცენტი),
- რძე, ყველი და კვერცხი (8.1 პროცენტი),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9 პროცენტი);