დააკავეთ თაღლითები! - აქცია კანცელარიასთან

03.11.25 15:14
დააკავეთ თაღლითები! -  აქცია კანცელარიასთან

"სფერო ჰოლდინგი - თაღლითები!", "დააკავეთ თაღლითები!" - მსგავსი შინაარსის ტრანსფარანტებით და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით,  მოქალაქეები ირაკლი კობახიძის სამსახურთან აქციას დილიდან მართავენ. ხალხი, რომლებიც "სფერო ინვესტს" თაღლითობაში ადანაშაულებენ, "ქართული ოცნების" პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. 

ადგილზე შეკრებილების თქმით, კომპანიამ ხუთასამდე ადამიანი მოატყუა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა.

მოქალაქეების თქმით, თაღლითური სქემის მიხედვით, კომპანია გირავნობის ალტერნატივას სთავაზობდა ადამიანებს. მათ თანხა კომპანიაში უნდა ჩაედოთ, სანაცვლოდ კი კომპანია მათთვის ბინებს იქირავებდა. საბოლოოდ, ასობით მოქალაქეს ვადის ამოწურვის შემდეგ თანხა აღარ დაუბრუნეს. 

ვითხოვთ, ჩვენი კუთვნილი თანხის დაბრუნებას. მე პირადად 28 000 ამერიკული დოლარი ჩავდე და 2 სტუდენტით ღია ცის ქვეშ ვარ. "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი, გიგა წულეისკირი თავს იმართლებს, გვადანაშაულებს და გადმოდის იერიშზე"- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. 

ადგილზე შეკრებიულების ნაწილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სავარაუდო თაღლითობის შედეგად ქუჩაში დარჩნენ, კომპანია მათთან კონტაქტზე არც კი გამოდის:  

ქუჩაში ვართ დარჩენილი, მათგან არანაირი რეაგირება არ არის. თბილისის სამმართველოში 300-ზე მეტი საჩივარია შესული. საქმეს ზურაბ გამჯაშვილი იძიებს, მაგრამ რეაგირება ჯერ-ჯერობით არ არის. მოვუწიოდებთ ბატონ გამჯაშვილს, დააჩქაროს გამოძიების პროცესი"- აღნიშნავს კიდევ ერთი მოქალაქე. 

აქციაზე კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. მოქალაქეები ასევე მოუწოდებენ ირაკლი კობახიძეს პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე. 

ვითხოვთ საგამოძიებო სამსახურისგან სასწრაფოდ აიყვანონ თაღლითები: გივი წულეისკირი, გიორგი მურუსიძე. ჩვენი ინფორმაციით, საქმე პროკურორ ნინო კეპულაძეს აქვს, მთავარი სამმართველოს გამომძიებელი კი ზურაბ გამჯაშვილი გახლავთ. 300-ზე მეტი საჩივარია დაწერილი. ბატონო ირაკლი [კობახიძე] გთხოვთ, მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ საქმით. შეგხვდეთ, აიყვანონ თაღლითები და დაზარალებულების დაკმაყოფილება დაიწყოს"- თქვა TV პირველთან აქციის მონაწილემ. 

ამ თემაზე დიდი ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები