აზა ჩილაჩავა წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება - როდის გაიმართება პროცესი ისევ უცნობია
71 წლის აზა ჩილაჩავა ამ დრომდე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის გადაიყვანენ მას საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ მის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
პენსიონერის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ გადაწყვეტილებაში, მშრალი შიმშილობა დაიწყოს, შეუვალია და ამბობს, რომ ეს მისი პროტესტია.
ამასთან, ადვოკატი გეგმავს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, ამ ჯერზეც აზა ჩილაჩავა სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლონ, ან შეწყდეს საქმე ქმედების არარსებობის გამო.
ამ დრომდე ქალბატონო აზა რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში და ჩვენ ყოველ წუთს ველოდებით, რომ მისი საქმე შემოიტანონ სასამართლოში. ქალბატონმა აზამ სახელმწიფოს პასუხად იმ გაუგონარ ჩაგვრაზე, რაც ხდება ამ შემთხვევაში მისი მისამართით სახელმწიფოს მხრიდან, პასუხი არის ის, რომ ის იწყებს შიმშილობას. ლაპარკაი დევნილ 71 წლის ქალზე, რომელიც გარკვეულ საფრთხეებზე მითითებით რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში
ჩვენ, ადვოკატები დიდხანს ვესაუბრეთ ქალბატონ აზას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნებ შეეწყვეტა ამაზე ფიქრი და მინიმუმ წყალი მაინც მიეღო. ქალბატონი აზა არის ამ ნაწილში ძალიან შეუვალი და ძალიან ხშირად გვიმეორებდა სიტყვებს, რომ მას თავისი პროტესტი აქვს, თავისი სათქმელი აქვს, თავისი წუხილი აქვს სახელმწიფოს მიმართ.
ვხედავთ, რომ ქალბატონი აზას ინდივიდუალური გარემობები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც გუშინ ხელწერილით გაეთავისუფლებინა შსს-ს. სასამართლოს ვთხოვთ, კვლავ მივმართავთ, რომ კვლავ გამოიყენოს მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა ან შეწყვიტოს საქმე ქმედების არარსებობის გამო, - ამბობად ადვოკატი.
გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი იზოლატორში მოინახულა.
ცნობილია, რომ აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის. მანამდე ის ერთხელ უკვე მოხვდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, თუმცა მაშინ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.