გადაიყვანეთ ანასტასტია ზინოვკინა კლინიკაში! - ქალი პოლიტიკოსები პენიტენციურს წერილით მიმართავენ
ქალი პოლიტიკოსები პატიმარ ანასტასია ზინოვკინას კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მივიდნენ და უწყებას სპეციალური წერილით მიმართეს.
ადვოკატის ინფორმაციით, დეკემბრის აქციების დროს დაკავებულს ხერხემმლის პრობლემა აქვს და სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს.
დამოუკიდებელი პოლიტიკოსები დღეს ასევე იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ ქვეუწყებაში იმყოფებოდნენ, რომელსაც ასევე წერილით მიმართეს და პატიმარ ზინოვკინას ჯანმრთელობის უფლების დაცვა და პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობა გამოიკვლევა მოითხოვეს.
ინფორმაციები, რომელიც გამოდის ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იქ ნამდვილად ხდება წამებასთან მიახლოებული რაღაც ფაქტები, ამიტომ საზოგადოება უნდა ვიყოთ ფრთხილად. დღეს ანასტასია ზინოვკინას უდგას ეს განსაცდელი, ხვალ ნებისმიერი სხვა პატიმარი ქალი შეიძლება, გახდეს ანალოგიური წამების მსხვერპლი, ამიტომ ვთხოვთ შესაბამის უწყებას, დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ მაინც, საჯაროდ მოვითხოვთ, რომ საზოგადოებას გასცეს ყველა არსებულ კითხვაზე პასუხი, - ამბობს დეა მეტრეველი.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული რუსეთის მოქალაქის მდგომარეობას აკვირდება სახალხო დამცველი. ომბუდსმენი არ ამბობს დიაგნოზს, თუმცა ადასტურებს, რომ ქალი პატიმრის ჯანმრთელობაზე მონიტორინგს მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით აგრძელებს.
დღესვე საზოგადოების ნაწილი სახალხო დამცველის აპარატთანაც მივლენ. მათ აინტერესებთ, გასცა თუ არა ომბუდსმენმა რეკომენდაცია, რომ ანასტასია ზინოვკინას სპეციალური მკურნალობა ესაჭიროება.