აქცია სახალხო დამცველის ოფისთან - ლევან იოსელიანს ანასტასია ზინოვკინას საქმეში დახმარებას სთხოვენ

03.11.25 17:31
აქცია სახალხო დამცველის ოფისთან - ლევან იოსელიანს ანასტასია ზინოვკინას საქმეში დახმარებას სთხოვენ

აქცია სახალხო დამცველის ოფისთან - ლევან იოსელიანს შეკრებილები რუსეთის მოქალაქის  დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, ანასტასია ზინოვკინას, რომელსაც ხერხემლის პრობლემა აქვს და კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება, ყურადღებას არავინ აქცევს.

ისინი აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული ქალი იმსახურებს მიიღოს სამედიცინო სერვისები.

მინიმუმ პოზიცია მაინც უნდა დააფიქსიროს, რისთვის არის ეს ინსტიტუტი, რაღაც ქმედითში თუ არ გამოვლინდა მისი ფუნქცია. გააკეთონ ის, რაც მათ მოვალოებაში შედის. ანასტასია ზინოვკინა წამების მსხვერპლია. ამ ადამიანს რა დღეშიც აგდებენ ეს არ ჯდება არც მორალურ, არც ეთიკურ, არც არანაირ სამართლებრივ ფორმაში. რა გახდა, რომ კლინიკაში გადაიყვანონ ადამიანი და აღმოუჩინონ ის დახმარება, რაც სჭირდება, - ამბობს აქციის მონაწილე.

ეს არის ჯოჯოხეთი, პუტინის პირადი პატიმარია,  ჩვენ მარიონეტებს უნდათ რომ აწამონ და ის ასამიოვნონ, რაც საშინელებაა. გვჭრდება ბევრმა ადამიანმა ამოიღოს ხმა, რათა ეს წამება შეწყდეს. ადამიანს აწამებენ და მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ამდენი ხანი ადამიანი იატაკზე იწვა, ყვიროდა და არავინ მიდიოდა საშველად, - ამბობს აქციის კიდერ ვერთი მონაწილე.

ლევან იოსელიანი აქციის მონაწილეებთან ამ დრომდე არ გამოჩენილა, როგორც აქციის მონაწილეებს უთხრეს, ის ოფისში არ იმყოფება. თუმცა მათ შეხვდება იმ აპარატის წარმომადგენელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს კურირებს. 

მსგავსი სიახლეები