შემოვლით გზა რუსული ფულის შემოსატანად - საქართველო სკანდალის ეპიცენტრშია
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებით, რუსეთის მოქალაქეებს კრიპლოვალუტის საშულებით, რუსული ფულის ქვეყანაში შემოტანას სთავაზობენ. არწმუნებენ თუ სანქცირებული რუსული ბანკებით საქართველოში ფულს ვერ რიცხავენ, არსებობს სხვა გზაც, თან იმდენი ფულის შემოსატანად რომ აქ უძრავი ქონება იყიდონ.
ორი წუთი და ფულს საქართველოში გაანაღდებ - ეს არის სარეკლამო კლიპის მთავარი ხაზი. wertY-ი ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ამ სერვის სთავაზობს. კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მათ აქვთ ლიცენზირებული ნებართვა ეროვნული ბანკისგანაც. ეს არის ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებელი საქართველოში. ჩვენ დავინტერესდით, როგორ მუშაობს სქემა. ვეცადეთ მოგვეძებნა კომპანიიდან ერთი წარმომადგენელი მაინც, რომელიც დაგვარწმუნებდა იმაში, რომ ეს არ არის სვიფტიდან გათიშული ბანკებისთვის გზა საქართველოში. მივაგენით ადგილს, სადაც werty-ის თანამშრომლებს ხშირად ხედავენ, მაგრამ მათი საქმიანობის შესახებ ცოტა რამ იციან.
კრიპტოვალუტის მეშვეობით შავი ფულს ქვეყანაში ვერ შემოიტანენ, ეს უფრო დაცული ვირტუალური სისტემა, მაგრამ ახლა ჩნდება კითხვა, რატომ სთავაზობენ კლიენტებს მაინც და მაინც უძრავი ქონების შეძენაში დახმარებას? - სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ისიც რომ სანქციების გამო რუსეთის მოქალაქეებს უჭირთ საბანკო ანგარიშების გახსნა. გაჩნდა ერთი კითხვაც - რამდენად ჯდება რეგულაციებში ასეთი მოქალაქეების მომსახურება?
როგორც წესი კრიპტოვალუტების დახმარებით მარტივად უვლიან გვერდს საერთაშორისი ფინანსურ სისტემებს. ამიტომაც ჩნდება კითხვა გადაიქცა თუ არა საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის მაშველ რგოლად. ეკონომისტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გრძელდება ქართული ეკონომიკის შეუქცევადი ინტეგრირება რუსეთთან. თუ აქამდე ტრადიციულო მეთოდებს იყენებდნენ, ახლა კრიპტოვალუტითაც ხდება ვაჭრობის წახალისება.