აზა ჩილაჩავას დროებითი მოთავსების იზოლატორში დროშა არ შეატანინეს

03.11.25 19:41
აზა ჩილაჩავას დროებითი მოთავსების იზოლატორში დროშა არ შეატანინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აფხაზეთიდან დევნილმა, აზა ჩილაჩავამგანაცხადა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს დროშა არ შეატანინეს.

  • პენსიონერი 2 ნოემბერს ხელმეორედ დააკავეს. საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანია განიხილავს.

71 წლის აზა ჩილაჩავამ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ რამდენი ხანიც არ უნდა მოუწიოს სასჯელის მოხდა, ის არ შეშინდება და პირველი გავა რუსთაველის გამზირზე. 

ორი კვირა იქნება, თუ ერთი კვირა იქნება, ხო მოვიხდი სასჯელს, პირველი გავალ რუსთაველზე, ბოლომდე ახალგაზრდებო! მე არ მინდა რუსეთი, დროშა არ შემატანინეს წუხელ [იზოლატორში]. მე ვიბრძვი ბოლომდე. სისხლის სამართლით ხომ მეკუთვნის მერე [დაკავება], გავალ პირველი, არ შევშინდები, დიახ, სწორია ეს ქალბატონი, პირველი გავალ, მე ჩემი პროტესტი გამაჩნია, რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, მე ვერ ავიტან, მე შევაკვდები იმ ავტომანქანებს, არ გავჩერდები. აქედან რომ გავალ, წავალ სისხლის სამართალზე, ესაა ჩემი პროტესტი. სწორია, რასაც იძახის, მე გავდივარ პირველი. ერთი რომ დარჩეს ბებო, მე იქ ვიდგები. რად უნდა ამას მტკიცებულება, მე თანახმა ვარ," - თქვა დაკავებულმა. 

გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები