"გამიშვით, მომისაჯეთ... ცუდად ვარ, არც წყალი მიმიღია, არც არაფერი, მსჯიან ქვეყნის სიყვარულისთვის" - აზა ჩილაჩავა
თბილისის საქალაქო სასამართლოში აფხაზეთიდან დევნილი, აზა ჩილაჩავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
"გამიშვით, მომისაჯეთ..." - სასამართლო პროცესზე 71 წლის პენსიონერმა ქალმა განაცხადა, რომ მას ქვეყნის სიყვარულისთვის სჯიან.
გამიშვით, მომისაჯეთ... ცუდად ვარ, არც წყალი მიმიღია, არც არაფერი, მსჯიან ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვით, მომისაჯეთ, იყოს ბებო, მე ქვეყნის გულისთვის ვისჯები, შემოვევლე ყველას, ამათ გულისთვის თავსაც გავწირავ. მოსვენება მინდა, არც ხმაური, არც არაფერი, ბებო, დამსაჯეთ, მე ვარ, რაც გინდათ იმას უყურეთ, მე ვარ პროტესტის მონაწილე, კი ბატონო, კიდევ გადავკეტავ" - თქვა მან. ("რადიო თავისუფლება")
- პენსიონერი 2 ნოემბერს ხელმეორედ დააკავეს. საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანია განიხილავს.
გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო.
[ფოტო სასამართლო პროცესიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება]