დაკავებულ პენსიონერ აზა ჩილაჩავას ერთდღიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პენსიონერ აზა ჩილაჩავას ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანია გამოაცხადა.
- სასამართლო პროცესის დაწყებამდე პენსიონერი ქალი იზოლატორში გააჩერეს, შესაბამისად ის დაახლოებით 2 საათში გათავისუფლდება.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაგრიდან დევნილა პენსიონერმა განაცხადა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს დროშა არ შეატანინეს.
ის პროცესის დასრულებას დროულად ითხოვდა, რადგან არც წყალი მიუღია და არაფერი.
ორი კვირა იქნება, თუ ერთი კვირა იქნება, ხო მოვიხდი სასჯელს, პირველი გავალ რუსთაველზე, ბოლომდე ახალგაზრდებო! მე არ მინდა რუსეთი, დროშა არ შემატანინეს წუხელ [იზოლატორში]. მე ვიბრძვი ბოლომდე. სისხლის სამართლით ხომ მეკუთვნის მერე [დაკავება], გავალ პირველი, არ შევშინდები, დიახ, სწორია ეს ქალბატონი, პირველი გავალ, მე ჩემი პროტესტი გამაჩნია, რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, მე ვერ ავიტან, მე შევაკვდები იმ ავტომანქანებს, არ გავჩერდები. აქედან რომ გავალ, წავალ სისხლის სამართალზე, ესაა ჩემი პროტესტი. სწორია, რასაც იძახის, მე გავდივარ პირველი. ერთი რომ დარჩეს ბებო, მე იქ ვიდგები. რად უნდა ამას მტკიცებულება, მე თანახმა ვარ...
გამიშვით, მომისაჯეთ... ცუდად ვარ, არც წყალი მიმიღია, არც არაფერი, მსჯიან ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვით, მომისაჯეთ, იყოს ბებო, მე ქვეყნის გულისთვის ვისჯები, შემოვევლე ყველას, ამათ გულისთვის თავსაც გავწირავ. მოსვენება მინდა, არც ხმაური, არც არაფერი, ბებო, დამსაჯეთ, მე ვარ, რაც გინდათ იმას უყურეთ, მე ვარ პროტესტის მონაწილე, კი ბატონო, კიდევ გადავკეტავ," - თქვა დაკავებულმა.
გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო.
[ფოტო სასამართლო პროცესიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება]