ლადო წიბახაშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ლადო წიბახაშვილი გზის გადაკეტვაში დამნაშავედ ცნო, მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
წიბახაშვილს შსს 2 ნოემბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ლადო წიბახაშვილის მსგავსად დააკავეს მისი ძმა - გიგა წიბახაშვილი და დედა - მანანა ჯავაშვილი, რომელსაც ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოში ადმინისტრაციულ პროცესზე ასევე დაიბარეს მისი დეიდა - ეკა ჯავაშვილი.
[ფოტო: "პუბლიკა"]