რატომ იზრდება ფასები - ვინ არის პასუხისმგებელი?
პროდუქტების გაძვირდება 5-პროცენტიანი ინფლაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქსტატმა, სახელმწიფო მთვლელის მონაცემებით დგინდება, რომ ზოგიერთი სახეობის ხილი 109%-ითაც კი გაძვირდა. ძირითადად გაიზარდა იმ საკვები პროდუქტებისა და ბოსტნეულის ფასი, რომელიც ხალხს ყოველ დღე სჭირდება.
გაძვირებულ ცხოვრებას ყველაზე მძიმედ ის მოქალაქეები განიცდიან, ვისაც თვიდან თვემდე არსებობისთვის ბრძოლა უწევთ. ადამიანებს გასულ წელთან შედარებით სულ უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ, რადგან ყოველ ჯერზე დახლებზე გაზრდილი ფასები ხვდებათ. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ფასები გაზრდილია მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზეც.
მონაცემების ეროვნული მთვლელის ანგარიშის მიხედვით, 21%-ით გაიზრდა ხილის ფასი, ბოსტნეული 17%-ით, პური 12%-ით, შაქარი 17%-ით და ზეთი 13%-ით- ეს კი იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ადამიანებს არსებობისთვის ყოველდღიურად სჭირდებათ. ეკონომისტების თქმით, სურსათზე ფასების ზრდა ნიშნავს, რომ ახლა უკვე ყველა სხვა პროდუქტის გაძვირებას უნდა ველოდოთ.
რატომ ძვირდება ყველაფერი? - ეკონომისტები ამბობენ, რომ ეროვნულმა ბანკმა დიდი ოდენობთ ლარი დაბეჭდა და მიმოქცევაში ჩაუშვა, გაიზარდა ფულის მასა, რამაც მსყიდველუნარიანობა შეამცირა.