"ოცნების" გამრუდებული სამართალი" - ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

03.11.25 21:04
"ოცნების" გამრუდებული სამართალი" - ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

გამრუდებული მართლმსაჯულება პუტინის მოწინააღმდეგე აქტივისტების საქმეებში - ეს დასკვნა დადეს ჩეჩინის, ზინოვკინასა და გრიბულის საქმეებზე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სამივე აქტივისტის საქმის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მართლმსაჯულება მიკერძოებულია. 

ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, რადგან პროტესტი მონაწილეები იყვნენ და დევნიდნენ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ სწორედ ამ დროს აკავებენ სამივეს და სამივეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით. საქმეში არ არსებობს ჩხრეკის ვიდეო, ოქროს მოწმე კი თარჯიმანია, რომელიც დასკვნის მიხედვით, ფინანსურად არის დამოკიდებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე. 

პუტინს გამოქცეული სამოქალაქო აქტივისტების სამაგალითო დასჯით რას აჩვენებს "ქართული ოცნება"? არის თუ არა საჩუქარი რუსი დიქტატურისთვის და გზავნილი მოსკოვისთვის, რომ რეპრესიებს გაქცეულ ხალხს აქაც სჯიან, ეს არის კითხვები, რომლებიც ჩეჩინის, ზინოვკინასა და გრიბულის  დაკავების შემდეგ დღის წესრიგში დგას.  

ანასტასია ზინოვკინას გადაადგილება უჭირს - რუსთავის ქალთა დაწესებულებაში მყოფ პატიმარს ხერხემლის პრობლემა აქვს. ქალ პატიმარს ხერხემლისა და კისრის ძლიერი ტკივილის გამო, ხელი და ფეხი ეთიშება.

მიეცით ზინოვკინას სათანადო სამედიცინო გამოკვლევის უფლება - ამ მოთხოვნით ქალმა პოლიტიკოსებმა პენიტენციურ დაწესებულებას ოფიციალური წერილით მიმართეს. მოითხოვენ, რომ გამოიკვლიონ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებიც.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები