უწყვეტი პროტესტის 341-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
უწყვეტი პროტესტის 341-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.
"ქართული ოცნება" არის ხალხზე, კონსტიტუციაზე და მოქალაქეებზე მოძალადე - ამბობენ აქციის მონაწილეები და სკანდირებენ "ბოლომდე".
ადგილზე მობილიზებულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.
განახლება:
რუსთაველის გამზირი, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, შსს-ს წარმომადგენლებმა გახსნეს.
მათ მოქალაქეები უშუალოდ პარლამენტის წინ, ტროტუარისკენ გადასწიეს.