"არ შევშინდები, ხვალ ვიქნები [რუსთაველზე], გადავკეტავ, პირველი გავალ" - აზა ჩილაჩავა

03.11.25 22:15
"არ შევშინდები, ხვალ ვიქნები [რუსთაველზე], გადავკეტავ, პირველი გავალ" - აზა ჩილაჩავა

 

 

71 წლის პენსიონერმა, აზა ჩილაჩავამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მან ამ ეტაპზე შიმშილობა შეწყვიტა. 

აზა ჩილაჩავამ განაცხადა, რომ "მთავრობა უსამართლობას არ უნდა ემსახურებოდეს".

ხელისუფლებას იმას ვეტყვი - არ ვემორჩილები იმათ კანონს. მე რუსეთი არ მინდა, ოკუპირება გაგვიკეთეს, გენოციდი მოგვიწყვეს, მე არ ვეთანხმები, რომ იყოს აქ ჩვენთან რუსეთი და ბობოქრობდნენ, არა ბებო. მე ვიბრძვი, ხვალაც გამოვალ, მე ხვალ იქ დავდგები, მეხვეწებოდნენ არაო ბებოო არ გადახვიდეო... მე არ შევუშინდები, მე მაინც გავაკეთებ ჩემსას... სამართალს უნდა ებრძოლონ, ბებოს კი არა და არაკანონიერ სამართალს რომ ჩადიან, არაკანონიერი კანონი რომ აქვთ მიღებული, რომ იძახიან კანონიო, თვითონ ირგებენ იმ კანონს თორემ აბა ვის მოარგეს, ჩვენ?

მე არ ვემორჩილები, არ დავემორჩილები, მე ვიცი, რომ ხვალ რომ გავალ ვიქნები სისხლით გასამართლებული, ვიქნები, წავალ, დავჯდები, მე თუ დავჯდები სხვა გამოჩნდება. დღეს იჯდა ახალგაზრდა გოგო, მაგრად იბრძოდა, ანასტასია ჯაფარიძე, ერთად ვიჯექით, ბევრი ვუჩიჩინეთ ამათ, ბევრი ვეწინააღმდეგეთ, ბევრი კიდევ შემოიყვანეს, ბრძოლა ბოლომდე გავძახოდით იქ. ვიბრძვით ბოლომდე ბებო. 

ხვალ ვიქნები [რუსთაველზე], გადავკეტავ, პირველი გავალ. რუსეთის წინააღმდეგი ვარ, რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა გაგრაში გენოციდი მოგვიწყო და არ მინდა, მე ვეწინააღმდეგები ამ რუსულ კანონს. ეშინია, რახან დაიჭირეს, უკვე შიში აქვს მაგარი. 

ახლა ამჟამად არა [არ ვაგრძელებ შიმშილობას], მაგრამ ხვალ, რომ მომიყვანენ... კი, მე არ მეშინია. 

მოვიდნენ, უაზროდ რომ იჭერენ ახალგაზრდებს, ახალგაზრდებს ქვეყანა უყვართ, სამშობლო უყვართ, როგორც მე, მე არ დავთმობ, მე რუსებს ვერ დავუთმობ...უსამართლობას არ უნდა ემსახურებოდეს მთავრობა," - ამბობს აზა ჩილაჩავა. 

ცნობისთვის, სასამართლომ აზა ჩილაჩავას ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ის სასამართლოში გადაყვანამდე, დაკავების შემდეგ იზოლატორში ჰყავდათ, რის გამოც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.  

მსგავსი სიახლეები