მედროშე ზურა მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ ზურა მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
71 წლის პენსიონერს სახელმწიფო ბრალდება გზის განმეორებით გადაკეტვას ედავება.
კაცს "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონით ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
როგორც მისმა ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ განაცხადა, ზურაბ მენთეშაშვილმა დღეს შიმშილობა გამოაცხადა.