რუსთაველის გამზირზე პოლიცია კვლავ მოქალაქეებს აკავებს
პოლიცია რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ აქციის მოქალაქეებს აკავებს. ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით, დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ანუკა გამსახურდია.
ამასთან, დააკავეს, ნანა ჯაფარიძე, რომელიც პოლიციელს ეუბნებოდა, რომ დემენციით ავადმყოფი დედა სახლში მარტო იყო.
განახლება:
დღეს ასევე დააკავეს: ლეილა ცომაია, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქურხილავა, ნინია კაკაბაძე და ანი ბდეიანი.