"ამ ქმედებებით რეჟიმი გვაჩვენებს როგორ ეშინია და რამხელაა ივანიშვილის თავში ჩაბუდებული შიში" - ირაკლი აბესაძე
"ამ ქმედებებით რეჟიმი გვაჩვენებს როგორ ეშინია და რამხელაა ივანიშვილის თავში ჩაბუდებული შიში" - ამის შესახებ სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა და უწყვეტი პროტესტის მონაწილეების დაკავების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ აქციები მილევად რეჟიმშია, თუმცა "მილევად რეჟიმში მყოფ აქციასთან მიმართებით, ხელისუფლება არ დახარჯავდა ამდენ რესურსს".
ერთის მხრივ, რეჟიმის მარიონეტები იბრიქებიან კამერების წინ და გვეუბნებიან, რომ აქცია მილევად რეჟიმშია, რომ იქ რამდენიმე გაყიდული ადამიანი დგას აქციაზე, თუმცა სინამდვილეში, ამ ქმედებებით რეჟიმი გვაჩვენებს როგორ ეშინია და რამხელაა ივანიშვილის თავში ჩაბუდებული ის შიში, რომელსაც ის განიცდის რუსთაველის გამზირზე და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მიმართ იმიტომ, რომ მილევად რეჟიმში მყოფ აქციასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ დახარჯავდა ამდენ რესურსს და არ დაიზიანებდა მათ შორის თავის თავსაც იმიტომ, რომ ეს უსამართლობა არ არსებობს არ აღწევდეს, მათ შორის, მათი ამომრჩევლის გონებაშიც.
[...]
ასეთი უსამართლობის ჩადენა არ ხდება ნებაყოფლობით ივანიშვილის მხრიდან, ის იძულებულია საკუთარი რეჟიმის და საკუთარი თავის გადასარჩენად ამ უსამართლობაზე და დანაშაულზეც წავიდეს," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.