პოლიციამ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავა

03.11.25 23:57
პოლიციამ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავა

პოლიციამ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავა. "მედიაჩეკერი" სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.

ნინია კაკაბაძე, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანეს. 

"მედიაჩეკერის" ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავეს. ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.

რედაქცია შსს-ს დაუკავშირდა და დეტალებს არკვევს," - წერია პოსტში. 

ასევე დღეს დააკავეს: ანუკა გამსახურდია, ნანა ჯაფარიძე, ლეილა ცომაია, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილაშვილი და ანი ბდეიანი.

მსგავსი სიახლეები