ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს
"მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცოტა ხნის წინ დაკავებული ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს.
პოლიციამ ნინია კაკაბაძე, დღეს, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა.
ნინია გაათავისუფლეს. ხვალ მოუწყობენ სასამართლოს," - წერს გელა მთივლიშვილი.
ასევე, არსებული ინფორმაციით, გაათავისუფლეს დღეს დაკავებული გურამ ქურხილავაც.
მათ გარდა დღეს დააკავეს: ანუკა გამსახურდია, ნანა ჯაფარიძე, ლეილა ცომაია, ირაკლი კალანდაძე და ანი ბდეიანი.