გამოფხიზლდი! - სინდისის პატიმრების მშობლების აქცია საკრებულოსთან
სინდისის პატიმრების მშობლებისა და ოჯახის წევრების აქცია საჯარო უწყებებთან.
მოქალაქეები დღეს თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ.
მათ საჯარო უწყებებში დასაქმებულებს მიმართეს რომ ისინი ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ და და ანგარიშვალდებულებაც ხალხის მიმართ გააჩნიათ.
საჯარო მოხელეებს უნდა ეშინოდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად დაიჭერენ ერთ დროს კახი კალაძეს და იქ მოჰყვება ძალიან ბევრი საჯარო მოხელე საკრებულოდან.
ქალი, 71 წლის, აფხაზეთში ნაომარი დაიჭირეს. მე ხანდახან ვფიქრობ, რომ ისინი არიან საცოდავები, დღეს ჩვენი ხელისუფლება არის ყველაზე საცოდავი იმიტომ, რომ ვერც ხალხში გამოდის, მარტო უზრდელობენ ეკრანებიდან. ხალხს არ ეშინია, თვითონ ეშინიათ, მაგათ ძალიან შეეშინდებათ, როცა მათთან აუცილებლად მივა პროკურატურა," - თქვა სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეუერთდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც. მათი თქმით, საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ხალხს და ქვეყანას უნდა ემსახურებოდნენ.
ხელი მოაწერეს იმას, რომ უნდა ემსახურონ კეთილსინდისიერად ხალხს და ქვეყანას, სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩვენ სინდისის პატიმრების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მივდივართ საჯარო უწყებებთან, ყველა მუნიციპალურ ორგანოსთან, სიპ-თან, სამინისტროსთან, აიპ-თან და საჯარო მოხელეებს ვახსენებთ საჯარო მოხელის ფიცს. გამოიღვიძონ, მიუხედავად იმისა, რომ რეპრესიები არის, მათ აქვთ ვალდებულება ყველასთან შედარებით კიდევ უფრო მეტი, რომ ამ ქვეყანაში იმოქმედონ და იბრძოლონ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის," - თქვა პოლიტიკოსმა, თეონა ჭალიძემ.