"გონებით ისევ საკანში ვარ და ისევ გაუსაძლისად მტკივა, სანამ ანასტასიას სტკივა" - ნინო დათაშვილი

04.11.25 12:31
"გონებით ისევ საკანში ვარ და ისევ გაუსაძლისად მტკივა, სანამ ანასტასიას სტკივა" - ნინო დათაშვილი

სინდისის პატიმარმა, ანასტასია ზინოვკინამ ნინო დათაშვილს ციხიდან წერილი  გამოუგზავნა. ამის შესახებ საპატიმრო გირაოთი გათავისუფლებული მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერს

ნინო დათაშვილი აღნიშნავს, რომ ის გონებით ისევ საკანშია და გაუსაძლისად სტკივა, სანამ ანასტასია ზინოვკინაც იგივე ტკივილს განიცდის. 

ანასტასია ზინოვკინამ ციხიდან წერილი გამომიგზავნა, დღეს მივიღე. ვუვლი გარშემო, ვერ ვკითხულობ. 

მე ახლა თბილ და კომფორტულ ლოგინში ვწევარ, ანასტასია - არა. და მას გაუსაძლისად სტკივა, როგორც მე მტკიოდა. საკანში არაა ადგილი, სადაც კომფორტულად დაჯდები ან დაწვები, ყველაფერი ტკივილს გაყენებს და გიუარესებს მდგომარეობას. საწამებელი ინსტრუმენტებით თავზე არ გადგანან, მაგრამ შედეგობრივად წამების ტოლფასია. გონებით ისევ საკანში ვარ და ისევ გაუსაძლისად მტკივა, სანამ ანასტასიას სტკივა.

ვერავინ ვერ გაიგებთ და ვერ წარმოიდგენთ, რა ჯოჯოხეთს გადის ახლა.

ეს პოსტიც ძლივს დავწერე" - წერს ნინო დათაშვილი. 

რუსთავის ქალთა დაწესებულებაში მყოფ ანასტასია ზინოვკინას ხერხემლის პრობლემა აქვს. მას ხერხემლისა და კისრის ძლიერი ტკივილის გამო, ხელი და ფეხი ეთიშება. 

  • ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.
  • რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

შეგახსენებთ, რომ 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ნინო დათაშვილმა ქალთა ციხე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით 29 ოქტომბერს გირაოს სანაცვლოდ დატოვა. 

მსგავსი სიახლეები