"ტერორი საქართველოში, ახალი რეკორდები: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 100 000 დოლარით დააჯარიმეს" - ზურაბიშვილი

04.11.25 13:49
"ტერორი საქართველოში, ახალი რეკორდები: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 100 000 დოლარით დააჯარიმეს" - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თბილისში მცხოვრები, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაჯარიმებას ეხმიანება და წერს, რომ მისი 100 000-დოლარიანი ჯარიმა ახალი რეკორდია. 

  • "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" (SJC) ინფორმაციით, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა.

ტერორი საქართველოში, ახალი რეკორდები: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც ყოველდღიურად ესწრება პროტესტს თბილისში, 100 000 დოლარით დააჯარიმეს ახალი კანონის 55-ჯერ დარღვევისთვის, რომელიც კრძალავს მომიტინგეებს მიერ ქუჩების გადაკეტვას. #დემონსტრაციისთავისუფლება #გამოხატვისთავისუფლება," - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მოგვიანებით კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი პროტესტის ჩახშობაა. 

ტერორი საქართველოში - ყოველდღიურად მასობრივი დაპატიმრებები ხდება თბილისში, სადაც საპროტესტო აქციები ზედიზედ 341 დღეა გრძელდება. ადამიანები დააკავეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის ან დამცავი ნიღბების ტარების გამო. განმეორებითი დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს! პროტესტის ჩახშობა საბოლოო მიზანია!" - ნათქვამია პოსტში. 

მსგავსი სიახლეები