მასწავლებელმა მანანა ჯავაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

04.11.25 14:57
მასწავლებელმა მანანა ჯავაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

საპროტესტო აქციების მონაწილე 65 წლის მასწავლებელმა, მანანა ჯავაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. 

ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ორი შვილი: გიგა და ლადო წიბახაშვილები პოლიციამ სამ ნოემბერს დააკავა.

აღნიშნული ოჯახის ოთხი წევრი სასამართლომ გზის გადაკეტვაში დამნაშავედ ცნო: მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი პატიმრობა შეეფარდა. გიგა და ლადო წიბახაშვილებს 8-8 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ეკა ჯავაშვილი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. 

მსგავსი სიახლეები