ძალადობა გიორგი ახობაძეზე - მეგობრები ორგანიზებულ თავდასხმაზე მიუთითებენ
გიორგი ახობაძის თანამოაზრეები და მეგობრები ფიქრობენ, რომ თავდასხმას, რომელიც პროტესტის მონაწილე ექიმზე განხორციელდა, შსს არ გამოძიებს. მათი თქმით, "ოცნებას" მსგავის "ტიტუშკების" დაკავება არ აწყობს.
ჯერ აეროპორტში შეაყოვნეს, შემდეგ გარეთ შეამჩნია შავი "პრადო" ჯიპი, რომელიც იდგა იქ, სადაც დგომა არ შეიძლება და პატრულმა სამჯერ უთხრა, რომ გადაეყენებიათ მანქანა, მაგრამ არ გადააყენეს. ისინი სარგებლობდნენ ე.წ "ბლატებით" თუ რაც ჰქვია...მერე, როდესაც ტაქსით მიდიოდა გიორგი, გადაუჭრა პოლიციამ, პოლიციამ, რა, პოლიციელები ვართო, ასე უთხრეს და მანქანამ გადაუჭრა გზა და რავი, კასტეტებით და ა.შ. სცემეს ეს ადამიანი.
დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ არ გამოიძიებენ ამ საქმეს, იმიტომ, რომ არ აწყობთ ასეთი ტიტუშკების დაკავება, - ამბობს ახობაძის მეგობარი.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე კი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, შსს-ს მომხდარის გამოძიება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ადგილი, სადაც აღნიშნული მოხდა, ვიდესათვალთვალო კამერებით არის სავსე.
ამასთან, იურისტი საზარელ ფაქტად მიიჩნევს იმ გარემობასაც, რომ მოძალადეებმა ტავი პოლიციელებად წარმოაჩინეს.
ჩანს, რომ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა მოხდა გიორგი ახობაძეზე, პირდაპირ ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, სადაც არის მრავლობითი კამერა. სახელმწიფოში ძალიან საზარელი მოვლენაა, როდესაც ვიღაცა ე.წ. ტიტუშკები პოლიციის სახელს იყენებენ, პოლიციის სახელით უსწორდებიან ადამიანებს. აქ, ახლა, შსს-მ უნდა თქვას, რომ ეს პოლიციელები იყვნენ, ვინც ბატონ გიორგის გაუსწორდნენ, თუ პოლიციელების სახელი გამოიყენეს, - ამბობს იურისტი ლაშა ტყეშელაძე.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ მომხდარი წინდაწინ დაგეგმილი იყო და თავდამსხმელებს ისეთ პირად ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, რომელზეც, წესით, რიგით მოქალაქეებს არ აქვთ ხოლმე.
გიორგი ახობაძეს არ ჰყავს არც მძღოლი და არც დაცვა. ეს რას ნიშნავს? რომ თავდამსხმელებს ის შეიძლებოდა, დღეს, ხვალ, ზეგ ის ნებისმიერ ქუჩაზე ეპოვათ და ვერც კი გაგვეგო, ვინ იყვნენ ისინი, მაგრამ ასე არ მოუნდათ. მოუნდათ, რომ გაგვეგო, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნებისმიერი ძალაუფლება, მათ შორის ისეთი ტიპის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, როგორიც არის საიდან მოვფირნავთ, რომელ საათზე ჩამოვდივართ. ეს ხომ ძალიან პირადი ინფორმაციაა, რომელიც არ უნდა იცოდეს არცერთმა ტიტუშკამ, რომელი რეისით მოდის ადამიანი. ასეთი ადამიანები არიან პოლიციასთან მოთანამშრომლე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, აკეთონ ყველაფერი ამ ძალაუფლებით, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, გიორგი ახობაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტაქსს, რომლითაც თბილისის აეროპორტიდან მოდიოდა, გზა გადაუჭრა შავმა „პრადომ”, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა და მას თავს დაესხა.
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ თავდამსხმელები გარდაცვლილი ბიზნესმენის, ლაშა ბასლანძის “სამეგობროს მოგზავნილი ტიპები, ან თვითონ ეგენი” დაესხნენ.
დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.