"[ციხეში კიდევ] წავალ, ოღონდ არ გავრუსდე" - კოკო მიქაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

04.11.25 15:40
"[ციხეში კიდევ] წავალ, ოღონდ არ გავრუსდე" - კოკო მიქაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა კონსტანტინე (კოკო) მიქაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. 

ის 21 ოქტომბერს სასამართლომ გზის გადაკეტვაში დამნაშავედ ცნო და 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

კოკო მიქაიამ იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მიემართება, სადაც აქციის მონაწილეებს შეუერთდება და სისხლის სამართლის წესითაც ჩაჯდება ციხეში, ოღონდ არ გარუსდეს. 

21-ში სამსახურიდან რომ გამოვდიოდი, საჭმელად, ასე უცბად დამადგნენ და მითხრეს, რომ დაკავებული ხარო. მოკლედ, 2 საათი არის დაკავების დრო, იქიდან 14 დღე მომესაჯა და 7-ში კიდევ რაღაცა ადმინისტრაციულს მედავებიან, თითქოს რაღაცა დავაშავე, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთი 14 დღე და თუ იქნება საერთო განწყობა სისხლზეც სიამოვნებით წავალ, ოღონდ არ გავრუსდე. 

აქედან ეგრევე რუსთაველზე მივდივარ, ძაან ბევრი ხალხი მელოდება, მომენატრნენ, რა დასამალი ეგ არს, ძალიან მომენატრა იქაურობა, ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე," - ამბობს კოკო მიქაია.   

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს, კოკო მიქაიას შემდეგ, მისი მამა "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაიაც დააკავეს. მოსამართლე ნინო ენუქიძემ ის ციხეში 14 დღით გაუშვა.

კახა მიქაია დროებითი მოთავსების იზოლატორს, დღეს, რამდენიმე საათში დატოვებს. 

მსგავსი სიახლეები