დაკავებული შშმ პირის, ლადო ბეროზაშვილის პროცესი გადაიდო
სამოქალაქო აქტივისტის, ლადო ბეროზაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ევროპული აქციების მონაწილის ადვოკატმა პროცესზე წარმოადგინე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ლადო ბეროზაშვილი შშმ პირია და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
შედეგად მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა პროცესი გადადო.
ლადო ბეროზაშვილის სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას ედავება.