სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ინგა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ინგა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.
შსს ინგა ბუაძეს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
არსებული ინფორმაციით, ინგა ბუაძე, დღეს, ქუჩაში ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა.