როცა ასეთ საქმეებს კერავთ, პატივი გვეცით და მეტად მოემზადეთ - ნინია კაკაბაძე

04.11.25 18:11
როცა ასეთ საქმეებს კერავთ, პატივი გვეცით და მეტად მოემზადეთ - ნინია კაკაბაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.

სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ნინია კაკაბაძემაც.

მისი თქმით, პოლიციას ის რუსთაველზე არ დაუკავებია და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს.

ძალიან მაინტერესებს, პირველად როცა დამაჯარიმეს, გავასაჩივრე და დააკმაყოფილეს, ეხებოდა 3 მარტის ე.წ. სამართალდარღვევას, თითქოს გადავკეტე გზა. იგივენაირად ვმუშაობდი, როგორც გუშინ. შეგიძლიათ მითხრათ, რა სხვაობა იყო 3 აპრილსა და 3 ნოემბერს ჩემს მუშაობაში?!

როცა ასეთ საქმეებს კერავთ, პატივი გვეცით და მეტად მოემზადეთ!

რუსთაველზე მე არ დავუკავებივარ პოლიციას. ამის კადრები არსებობს საბედნიეროდ. მოდის პოლიცია და მეც, დანარჩენ ხალხთან ერთად, უკან-უკან მოვიდვარ, თან ვიღებ. მესმის, რომ ჩვენ პატივს არ გვცემენ, რომ მოიძიონ მტკიცებულებები, მაგრამ საკუთარ თავს მაინც სცენ პატივი, - თქვა კაკაბაძემ სასამართლოზე.

ცნობისთვის, მოსამართლე კობა ჩაგუნავა გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებული ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის საქმეს განიხილავს, რომელიც გასულ ღამით, 3 ნოემბერს რუსთაველზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.

 

მსგავსი სიახლეები