11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ადვოკატმა მოინახულა - “თავს დამნაშავედ არ ცნობს“
11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული - საზარელ დანაშაულში მხილებული 71 წლის კაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სხვა დეტალებს გამოძიების და თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაამჟღავნებს.
შევხვდი ბრალდებულს, ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 137-ე და 138-ე მუხლით, დადგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხვა დეტალებს, გამოძიების და თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, - ამბობს მარიამ ინდუაშვილი.
ცნობისთვის, 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პენსიონერს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.