"ქუჩიდან გაიტაცა და სარდაფში იძალადა" - სოფელი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერის დასჯას ითხოვს

04.11.25 13:43
"ქუჩიდან გაიტაცა და სარდაფში იძალადა" - სოფელი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერის დასჯას ითხოვს

11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული - საზარელ დანაშაულში მხილებული 71 წლის კაცი დუმილის უფლებას იყენებს. 

 კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც დაკავება მოხდა, ჰყვებიან, რომ კაცმა მოზარდი ქუჩიდან გაიტაცა და მასზე სარდაფში იძალადა. 

ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო ძალადობის დროს სახლში  73 წლის ცოლიც იმყოფებოდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ექსპერტიზა ჩაუტარდა, როგორც სავარაუდო დაზარალებულს, ასევე დაკავებულსაც. 

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარის შესახებ 11 წლის ბიჭმა სახლში დაბრუნების შემდეგ, მშობლებს უამბო. საქმეში პოლიცია გუშინვე ჩაერთო:

11 წლის ბიჭი გააუპატიურაო, ასე ამბობენ. ერთმანეთის მეზოვლები არიან. 73 წლის კაცი აზერბაიჯანელია. როგორც ამბობენ, ფაქტი გუში მ ოხდა, ქუჩაში დაუჭერია და სარდაფში ჩაუყვანია. ამ დროს მეუღლე სახლში ყოფილა" - აცხადებენ ადგილობრივებენ. 

მათი თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოფელი პენიონერის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს. 

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 73 წლის კაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს  გაავრცელა. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.