იზოლატორები გადავსებულია - რას ამბობენ პატიმრობიდან გათავისუფლებული აქტივისტები
თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი მანანა ჯავაშვილი ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. მისი თქმით, დაკავება უკავშირდება პროტესტის აქციაში მონაწილეობას.
ჯავაშვილს საპატიმროდან გამოსვლისას მხოლოდ ერთი შვილი დახვდა - ორი სხვა შვილები, ლადო და გიგა წიბახაშვილები, მოსამართლემ 8-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვა.
„ერთ ოჯახში ოთხი ადამიანის დაკავება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საკუთარი პოზიციის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ, ეს საბჭოთა მმართველობის ნიშნებია,“ - ამბობს პედაგოგი.
მანანა ჯავაშვილთან ერთად საკანში იმყოფებოდნენ კიდევ ორი ქალი, რომლებსაც გზის გადაკეტვას ედავებიან. მისი მონაყოლით, იზოლატორები გადატვირთულია და დაკავებულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ საკნებში ადგილები აღარ ჰყოფნით.
დაჯარიმდა ასევე მისი და, ეკა ჯავაშვილი, რომელსაც სასამართლომ 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. თანხა კოლეგებმა ერთ ღამეში შეაგროვეს.
„ჩვენი პროტესტი მხოლოდ ჩვენს უფლებებზე არაა, ჩვენ მომავალ თაობას ვასწავლით, რომ თავისუფლება დაცვას საჭიროებს,“ - აცხადებენ ვალდორფის სკოლის პედაგოგები.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.