მამა ილია საპატრიარქოში დაიბარეს - რა ვერ აპატიეს სასულიერო პირს და რა აქვს სათქმელი თავად
სასულიერო პირი მამა ილია თოლორაია, რომელსაც საპატრიარქოში ინტერვიუს გამო ახსნა-განმარტებებზე იბარებენ, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული დევნა უკავშირდება მის კრიტიკულ პოზიციას.
თოლორაია ეკლესიის მაღალი იერარქებისგან პასუხს ითხოვს კითხვაზე - „სად იყვნენ ძალაუფლების მქონე ეპისკოპოსები მაშინ, როცა ხალხს ქუჩებში არბევდნენ?“
მამა ილია მეორე სასულიერო პირია, რომელიც ბოლო კვირებში სამიზნე გახდა. მანამდე, პროტესტის მონაწილეთა მხარდამჭერი მამა დოროთე დასასჯელად საპატრიარქოში დაიბარეს.
თოლორაიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა ინტერვიუ, სადაც მან მოსაყდრე შიო მუჯირი რუს ეგზარქოსს შეადარა. განცხადება სწორედ იმ დღეს გააკეთა, როცა მამა დოროთე ახსნა-განმარტებაზე იბარებდნენ.
სასულიერო პირის თქმით, ის დღესაც იგივე აზრზეა.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.