სექსუალური დანაშაულის შემზარავი ფაქტი კასპში - 71 წლის პენსიონერს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

04.11.25 21:41
სექსუალური დანაშაულის შემზარავი ფაქტი კასპში -  71 წლის პენსიონერს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მეხუთე კლასელი მოსწავლის გაუპატიურების ბრალდებით 73 წლის პენსიონერი საკუთარ სახლში დააკავეს. გამოიძიებამ დაადგინა, რომ კაცმა 11 წლის ბიჭი სახლში შეიტყუა გააუპატიურა და სხვა გვარის სექსუალური დანაშაულიც ჩაიდინა.

გამოძიების მასალებით დგინდება, რომ სკოლის მოსწავლეზე მოხუცი სექსუალურად მის სარდაფში ძალადობდა. არასრულწლოვანმა გაუპატიურების ამბავი ოჯახის წევრებს შეატყობინა, ამის შემდგომ, დაიწყო ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ექსპერტიზა ჩაუტარდა სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ ეს დასკვნა იქნება მთავარი მტკიცებულება არასრულწლოვნის გაუპატიურებით დაკავებული კაცის საქმეში. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის ჩადენის დროს სახლში პენსიონერის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მომხდარით შეძრულია ხალხი კასპის რაიონში. ისინი სოფლიდან ბრალდებულის ოჯახის გაძევებას მოითხოვენ.

 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები