62 წლის ნანა ჯაფარიძეს 1 - დღიანი პატიმრობა შეეფარდა

04.11.25 20:33
62 წლის ნანა ჯაფარიძეს 1 - დღიანი პატიმრობა შეეფარდა

62 წლის ნანა ჯაფარიძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული აქტივისტი დღეს სასამართლოს უხსნიდა, რომ სახლში დემენციის დიაგნოზით 86 წლის დედა ჰყავს, ამიტომ მისი გათავისუფლება მოხუცი მშობლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, იმიტომ, რომ კონსტიტუციით მე გაპროტესტების უფლება მაქვს. მე სტრატეგიულ ადგილად არ ჩავთალე 10-ის ნახევარზე რუსთაველის გადაკეტვა, მე არანაირი ძალადობა არ ჩამიდენია. მე კი არ ვითხოვ, მე ველოდები გათავისუფლებას ამ დარბაზიდან. ვარ 8 წლის დემენციის დიგანოზის დედის პატრონი. ჩემზეა დედა დამოკიდებული, - თქვა სხდომაზე ჯაფარიძემ. 

მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა გაითვალისწინა. ის საათები, რომელიც ჯაფარიძემ იზოლატორში გაატარა, მანუჩარ ცაცუამ აქტივისტს ჩაუთვალა და ამიტომ ის იზოლატორს 22 საათსა და 12 წუთში დატოვებს.  

მსგავსი სიახლეები