თუ მიწერია 6 წლის სიცოცხლე, სამი წელი ჩამომაკლეს, ეს გამიკეთა კუნთმაგარმა პოლიციამ - გურამ ქუხილავა
75 წლის გურამ ქუხილავა, რომელიც პოლიციას დამამცირებელ მოპყრობაში ამხელს, დღესაც რუსთაველის გამზირზე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე დააკავეს, აქტივისტი უწყვეტ პროტესტს ისევ შეუერთდა.
ქუხილავა პირდაპირ ამბობს, რომ პოლიციის არაადამიანურმა მოპყრობამ მას სიცოცხლის წლები ჩამოაკლო.
მედავებოდნენ გზის გადაკეტვას. თუ გზა გადავკეტე, აქ არ იყო ოჯახაშენებული, აქ დავეკავებინე. მე ვარ კანონმორჩილი, წმაიყვანეს, მაგრამ სად წამიყვანეს, ისიც არ ვიცი. თუ მიწერია 6 წლის სიცოცხლე, 3 წელი ჩამომაკლეს. აი, ეს გამიკეთა ჩემმა კუნთმაგარმა პოლიციელებმა, - ამბობს გურამ ქუხილავა.