რაციაში მესმოდა, ვიღაცამ მაღაზია დააყაჩაღა და არ ყავდათ ეკიპაჟი - სამოქალაქო აქტივისტი

04.11.25 20:56
რაციაში მესმოდა, ვიღაცამ მაღაზია დააყაჩაღა და არ ყავდათ ეკიპაჟი - სამოქალაქო აქტივისტი

იზოლატორებიდან გათავისუფლებულები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. ქუჩაში ის ხალხი დგას, ვინც დააკავების შემდეგ ან პატიმრობაში გაუშვეს, ან დააჯარიმეს.

ისინი დაკავების მომენტებს იხსენებენ და ამბობენ, რომ პოლიციის ეკიპაჟები მათნაირი ადამიანების “კატაობით“ არიან დაკავებულები, დანაშულები კი, რომელიც ქვეყანაში ხდება, რეაგირების გარეშე რჩება.

ეკიპაჟები ჩემნაირი ადამიანების იქეთ -აქეთ კატავით არიან დაკავებულები, ამ დროს რაცია გადმოსცემს, გვესაჭიროება ეკიპაჟი, მოგვაშველეთ, მოგვაშველეთ. რაციაში მესმოდა, სადღაცა, ვიღაცა შევარდა, მაღაზია დააყაჩაღა. მე ვუთხარი, ბიჯო, შეხედე რა ამბავია, შენ მე კი არ უნდა მაკატავებდე აქ მეთქი. იშმუშნებოდა მხოლოდ, - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები