არ გვეშინია! - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

04.11.25 21:31
არ გვეშინია! - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. ცოცხალ ჯაჭვში დგანან ის ადამიანებიც, რომლებიც გზის გადაკეტვის ბრალდებით ერთხელ უკვე დააკავეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ "ოცნების" რეპრესიების არ ეშინიათ და გააპროტესტენემ იქამდე, ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლების სადავეებს არ ჩამოშორდება. 

ნადირობა ქართველ ხალხზე დიდი ხანია დაწყებული ამა თუ იმ ფორმით, ასე რომ მე არ ვიქნები გამონაკლისი. ტერორის სამიზნე არის მთელი საქართველო. ეს არის პროტესტის ფორმა და ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ მე დღეს ვდგავარ აქ, გუშინ სხვა იყო, ხვალ კიდევ სხვა დადგება. პროტესტი გაგრძელდება, ხალხი გაიმარჯვებს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ესენი არიან რუსები, რუსების დავალებას ასრულებენ და მე არ შემიძლია, რომ ამაზე გავჩუმდე. ის მაინც შემიძლია, გავაკეთო, რომ დავდგე იქ, სადაც ჩემი ქართველი ხალხია. საქართველოს სიყვარულისთვის თუ დამიჭერენ - დამიჭირონ, - ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი.  

 

მსგავსი სიახლეები