“ოცნება“ ვერ ხვდება, რომ უფრო და უფრო ჭაობში ეფლობა - მანანა ჯავაშვილი
“ოცნება“ ვერ ხვდება, რამდენად არასწორ ნაბიჯებს ადგამს და ის, რომ ასეთი ნაბიჯები, უფრო მეტ პროტესტს იწვევს, - ამის შესახებ თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელმა მანანა ჯავაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მან 1-დღიანი პატიმრობით დიდი გამოცდილება მიიღო და მიიჩნევს, რომ “ყველა ადამიანისთვის ეს გამოცდილება შესაძლოა, იყოს ერთი ნაბიჯი განვითარებისთვის.“
ესენი ვერ ხვდებიან, რამდენად არასწორ ნაბიჯებს ადგამენ უფრო და უფრო, მგონია, რომ ასეთი ნაბიჯები, უფრო მეტ პროტესტს იწვევს, შეუძლებელია, რომ ეს მერე პროტესტის გაძლიერებაში არ აისახოს. “ოცნება“ ვერ ხვდება, რომ უფრო და უფრო ჭაობში ეფლობა. მე პირადად, ამ ერთი ღამით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მგონია, რომ ყველა ადამიანისთვის ეს გამოცდილება შესაძლოა იყოს ერთი ნაბიჯი განვითარებისთვის. მივხვდი, რომ ეს არც ისე საშიშია, როგორც შეიძლება გარედან გეჩვენებოდეს, მეორე, ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ და მათთან შეიძლება კონტაქტი, რაც უფრო მეტად იკონტაქტებ მათთან, გაცილებით მეტ შედეგზე შეიძლება გავიდეთ, - განაცხადა ჯავაშვილმა.